მეწყერი და ქვათაცვენა – ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა ჩაკეტილია

0
400
სოფელ ნაკრასთან ჩამოწოლილი მეწყერისა და ქვათაცვენის საშიშროების გამო, ​ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი ჩაიკეტა. 
ნასკრასთან გამავალ გზაზე წუხელ  მთელი ღამე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და დილითმისი  გახსნა მოხერხდა, მაგრამ ამ დრომდე ჩაკეტილია კალა-უშგულის  მონაკვეთი – გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია . ჩაკეტილია ხუთი სოფელი. 
 
გადაწყვეტილება გზების დეპარტამენტმა უსაფრთხოების მიზნით მიიღო.  აქ  დილიდან მიმდინარეობს  გაწმენდითი სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ თუ მეწყრისა და ქვათაცვენის საშიშროებამ გადაიარა, მოძრაობა შუადღისთვის აღდგება, თუმცა   
 ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი არ იძლევა  ოპტიმიზმის შესაძლებლობას – სინოპტიკოსები მაისის ბოლომდე პროგნოზირებენ ინტენსიურ წვიმას და შესაბამისად – ღვარცოფებსა და ქვათაცვენას. 

 
წინა სტატიაეკა ბესელია პრეზიდენტს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიატრამპი დარწმუნებულია, რომ, როცა ყველაფერი ჩაივლის, ქომის გადაყენებისათვის მადლობას გადაუხდიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური