ისტორიული ლაზეთიდან საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება

0
388
ისტორიული ლაზეთიდან, ოფრადან, საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება, რომელიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღეს, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, მსვლელობა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით მოხდება. ამ მიზნით დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ საპატრიარქოში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატები აკურთხა. ასევე, დალოცა სასულიერო პირები და მრევლი, რომლებიც ამ ხატებით მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას. მამა იოანეს თქმით, ფეხით მსვლელობა დღეს, ისტორიული ლაზეთის ტერიტორიიდან, ოფრადან დაიწყება და 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. არქიმანდრიტის განცხადებით, მსვლელობის მონაწილეები დღესვე გონიოში იქნებიან, 12 მაისს, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს კი – დიდაჭარაში. შემდეგ ჩავლენ ახალციხეში, აწყურში , ბორჯომში, ხაშურში, გორში, ასევე სამთავისში. 16 მაისს, საღამოს ლოცვაზე ხატებით მსვლელობის მონაწილეები სვეტიცხოველში იქნებიან. 17 მაისს წირვის შემდეგ კი მსვლელობა თბილისისკენ გაგრძელდება. 
 
მამა იოანეს თქმით, მსვლელობის მონაწილეებს ვარდების მოედანზე ტრადიციულად მრევლი და სასულიერო პირები დახვდებათ. შემდეგ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება. 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ, 2014 წელს გამოცხადდა. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით მსვლელობა კი 2015 წლიდან იმართება.
წინა სტატიაიმ ზღვაში,სადაც ადამიანები არ იძირებიან, რუსი პარლამენტარი დაიხრჩო
შემდეგი სტატია„დონალდ ტრამპი – საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში“- ფრანგული გამოცემა Le Monde ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური