დღევანდელი დანიშვნები სააპელაციო სასამართლოში და, სახელდობრ, მურუსიძის გამწესება უვადო მოსამართლედ სამოქალაქო სექტორში მწავე კრიტიკის საგანი გახდა

0
388
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ყოფილი მოადგილე​ მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ  უვადოდ გამწესდა. მას კანონის მიხედვით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ ეკუთვნის. 
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  გადაწყვეტილებით სააპელაციო   სასამართლოში უვადოდ დაინიშნა აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე  ოთარ სიჭინავა, რომელსაც  უფლებამოსილების ვადა გასულ წელს ამოეწურა. 
 
იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კენჭისყრები ამ წუთებშიც მიმდინარეობს სხდომა უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ , ახლა შორენა ყაველაშვილსა და გიორგი ჩემიას ხელახლა მოსამართლეებად გამწესებაზე მსჯელობს.
 
39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი.
 
მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკას მწავედ აკრიტიკებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური 
" ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა სასამართლო სისტემაში და მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საქმეებში შეიძლება გაუმჯობესება გვქონდეს, მაინც ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არის ძალიან დაბალი ჩვენს საზოგადოებაში იმიტომაც, რომ დღეს ჩვენ ვერ ვახერხებთ, სასამართლოში დაინიშნონ ღირსეული კანდიდატები. დღეს მაინც სასამართლოს სახეებად გვევლინებიან ბატონი მურუსიძე და ჩინჩალაძე და ისინი ინიშნებიან უვადოდ – ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და რამდენი რეფორმის ტალღებიც არ უნდა მივიღოთ, თუკი სასამართლოს სახეები მაინც იქნებიან ეს ოდიოზური ფიგურები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა",- განაცხადა ეკა გიგაურმა.
 
წინა სტატიატყიბულის ტრაგედიის შემდეგ მთავრობა შრომის ინსპექციის შექმნაზე ალაპარაკდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლებას ლუჟკოვი შავ სიაში შეყავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური