მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ჩიხური გზა აირჩია - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის...

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ჩიხური გზა აირჩია – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს, რომლის თანახმად, ამერიკა არ გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
 
„სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აირჩია ჩიხური  გზა და მხარი დაუჭირა საქართველოს აბსურდულ მოთხოვნებს და მისწრაფებას   აფხაზეთის რესპუბლიკის  ბლოკადისა და საერთაშორისო იზოლაციისაკენ. . აშშ-ის ლიდერები, რომლებიც თავს თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველებად წარმოაჩენენ, სინამდვილეში, დაუფარავად ატარებენ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას, რითაც მათთვის არასასურველ სახელმწიფოებზე პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლას ახორციელებენ“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
 
 „აშშ ადმინისტრაციამ უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ აღიარება და სამხრეთ კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური რეალიების ადექვატური აღქმა არის გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. –  აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა მხოლოდ ართულებს მხარეებს შორის დიალოგის მიღწევას და აბათილებს ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის გადადგმულ ძალისხმევას“ – ნათქვამია განცხადებაში 
 
ცნობისათვის: აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა   აღიარებული აქვთ  რუსეთის ფედერაციას,  ვენესუელას,   ნიკარაგუას, ნაურუს,   აღიარებული ჰქონდათ ასევე ვანუატუსა და ტუვალუს, მაგრამ  მოგვიანებით მათ  ამ აღიარების ანულირება მოახდინეს. 
 
 

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...