მთავარისიახლეებიმსოფლიოსაფრანგეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

საფრანგეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

Published on

საფრანგეთის მთავრობა გადადგა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პრემიერმინისტრ ბერნარ კაზნევისა და მისი კაბინეტის გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, რაც დაკავშირებულია არჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაცემასთან, რომელიც 14 მაისს განხორციელდება. „იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო საბჭომ გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები, ასევე რესპუბლიკის ტრადიციის შესაბამისად, მაქვს პატივი, გაცნობოთ ჩემი და ჩემი კაბინეტის გადადგომის შესახებ“, – ასე მიმართა პრემიერმა კაზნევმა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. 
პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის გადადგომა დააკმაყოფილა. 

სიახლეები

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...