მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათლომე შელია: "კონსტიტუციის საჯარო განხილვა ზუგდიდში წინა დღეებში დაიგეგმა ხელისუფლების კაბინეტებში და...

ბათლომე შელია: “კონსტიტუციის საჯარო განხილვა ზუგდიდში წინა დღეებში დაიგეგმა ხელისუფლების კაბინეტებში და მოსალოდნელი სცენარით განვითარდა”

Published on

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გუშინდელ განხილვას ზუგდიდში სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ის ადამიანები, რომლებმაც დარბაზში შესვლა ვერ მოახრეხეს ან იყვნენ დარბაზში და კითხვის დასმა ვერ მოახერხეს, უკმატოფილებას გამოთქვამენ. მათ შორის ერთ-ერთი ბათლომე შელია. "ევროპული საქართველოს"  და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი წერს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ზუგდიდში წინა დღეს დაიგეგმა და პროცესი იმსცენარით წარიმართა, როგორც ეს ხელისუფლებას ჰქონდა დაგეგმილი.
 
"კონსტიტუციის საჯარო განხილვა ზუგდიდში წინა დღეებში დაიგეგმა ხელისუფლების კაბინეტებში და მოსალოდნელი სცენარით განვითარდა…
 
დილის 10 საათიდან დაიბარეს საჯარო მოხელეები და შესასვლელ კარებთან რიგი დააყენეს. პარალელურად, შესასვლელი კარების ოფიციალურად გაღებამდე ეტაპობრივად უშვებდნენ შიგნით ხალხს და ადგილებს იკავებდნენ, როგორც დარბაზში, ასევე მიკროფონებთან. მიკროფონები დაკავებულო იყო შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და რამდენიმე ადამიანს ჰქონდა დავალება გაეკონტროლებინათ ის რიგი, რომელიც წინა დღით იყო დაორგანიზებული და მაქსიმალურად ეცადათ, რომ შეკითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ სხვებისთვის.
 
დარბაზში მსხდომების დიდ ნაწილს ჰქონდა დავალება არასასურველი შეკითხვის ან კომენტარის შემთხვევაში ყვირილით გადაეფარათ ის და საჭირო დროს ყოფილიყო მქუხარე აპლოდისმენტები. ამ მიმართულებით მაგალითისთვის გამოირჩეოდნენ სოსო ლაგვილავა, ჩხორიის გამგებელი (გვარს ვერ ვიხსენებ) და ა.შ.
 
შეკითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ ასეთი ფონი რომ ვნახე, უკვე დავიწყე ბრძოლა იმისთვის, რომ რამდენიმე კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დაესვა შეკითხვა და გაწევ-გამოწევის შემდეგ, შეხვედრის ბოლოს მივაღწიეთ ამას.
 
ასე ხდებოდა ეს წინა და იმის წინა ხელისუფლებების დროს. ნანახი მაქვს ასეთი სცენები და ესენი მხოლოდ იმით გამოირჩევიან ძველებისგან, რომ ბევრდ უნიჭოდ აკეთებენ ამ ყველაფერს… 
 
რაც მთავარია, ჩვენი პოლიტბიურო იჯდა ამაყად დარბაზში წინა რიგებში და ამაყად შეჰყურებდა ამ ყველაფრის დაორგანიზებით კმაყოფილ ცეკას მდივნებს.
 
და ბოლოს, ზოგიერთებმა ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომ ბრძოლის მთავარი სამიზნე უუნარო ხელისუფლებაა და ბრძოლა საჭიროა ყველა ფრონტზე, სადაც კი ხელი მიგიწვდება. ჯერ კიდევ ვერ დასძლიეს პიროვნული ბოღმა-შური და პოლიტიკურად საკუთარ გუნდშიც კი მოუწესრიგებლები, ვითომ ლამაზი ქარაგმული ტექსტებით ცდილობენ ტალახის სროლას" – წერს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია.
 

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...