“წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება მაქვს”- გიორგი მარგველაშვილი (Video)

0
426
„მე დაახლოებით 2 თვის წინ წამოვიწყე კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ და ეს ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული, რომ კონსტიტუცია როგორც უზენაესი დოკუმენტი და თანხმობის დოკუმენტი, ფაქტიურად მის შემოქმედებაში, არა უშუალოდ, როგორც წერდეს, მაგრამ მის სულისკვეთებაში გაერთიანებული უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქე.მართალი ბრძანდებით, მე წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება მაქვს, პირველ რიგში, როგორც ეს თქვენ ბრძანეთ, ეხება საარჩევნო სისტემას,მოდი, ავხსნათ, რა არის აქ პრობლემური. ჩვენ როდესაც მივდივართ არჩევნებზე, ნებისმიერი მოქალაქე ხმას აძლევს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას და აძლევს მათ უფლებას, იყვნენ ჩვენი მმართველები, განსაზღვრონ კანონები, პროექტები, აკონტროლონ პროცესები და ა.შ. ეს უფლება წარმოიშვება მართო არჩევნების საშუალებით და ამ არჩევნებში ჩვენ ვართ აბსოლუტურად თავისუფალი.ახლა წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, პარტიებუი, რომლებიც დარჩა 5 პროცენტიან ბარიერს ქვევით, ყველა ეს ხმები მიაქვს პირველ ადგილზე გასულ პარტიას.ეს ნიშნავს იმას, რომ მე წავედი, მივეცი ხმა რომელიმე პარტიას და უცებ რაღაც მანქანებით, მანიპულირებით ეს ხმა მიეცემა არა იმ პარტიას, რომელიც მე ავირჩიე, არამედ რომელიმე სხვა პარტიას.ეს მე პრინციპულად უსამართლო მგონია.უსამართლოა ამომრჩევლის მიმართ, რომლის ნებაც უზენაესია. და მეორეს მხრივ, უსამართლო მგონია თვითონ იმ პარტიის მიმართაც.შენ რომ ისეთი ძლიერი პარტია ხარ, პირველ ადგილზე რომ გახვედი, რა გინდა სხვისი ხმები? რატომ უნდა წაიღო სხვების ხმა? აი ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი.ასევე ჩემთვის მიუღებელია 5 პროცენტიანი ბარიერის და ბლოკების შენარჩუნება.ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მივიდეთ რაღაცა შეთანხმებამდე, რომ ის, რაც არის უსამართლო, არის უსამართლო. „- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ოდიშთან“ ინტერვიუში 
 
 

წინა სტატიაგიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის კონკრეტულად რომელიმე მოდელს კი არა, იმას უპირისპირდება, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოქალაქეთა დაუკითხავად ხდებოდეს (Video)
შემდეგი სტატია“ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება”- გიორგი მარგველაშვილი (Video)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური