მთავარისიახლეებირეგიონებიტრაგედია ტყიბულის შახტაში, სავარაუდოდ არის მსხვერპლი

ტრაგედია ტყიბულის შახტაში, სავარაუდოდ არის მსხვერპლი

Published on

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში რამდენიმე საათის წინ  უბედური შემთხვევა მოხდა –  მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები  მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი  პირის ხელმძღვანელობით. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია, რომლის უშუალო სარემონტო სამუშაოებით დაკავებული იყო ოთხი თანამშრომელი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო, ჩაწყდა სარემონტო პოზიციიდან. საარაუდოდ დაღუპულია ოთხი ადამიანი
 
"მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება სარემონტო ბრიგადის  მოძიება-გადარჩენის მიზნით. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს ავარიის გამომწვევ მიზეზებს,“ – აღნიშნულია კომპანია საქნახშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან ადგილობრივი მოსახლეობა, მეშახტეები და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. შახტაში ჩასული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია დაღუპულების ამოსაყვანად. 
 
ადგილზე იმყოფებიან ”ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.  შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძე 
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
 
„ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...