მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ პარლამენტში არ შევა საკითხი განსახილველად."-...

“თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ პარლამენტში არ შევა საკითხი განსახილველად.”- ზვიად ძიძიგური

Published on

ზუგდიდში საყოველთაო სახალხო განხილვისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა თვითმმართველობის გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა. თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ პარლამენტში არ შევა საკითხი განსახილველად.- აღნიშნა ძიძიგურმა.„რაც შეეხება თვითმმართველი ერთეულების გაუქმებას, ამაზე არცერთ დონეზე საუბარი არ ყოფილა. ეს პარლამენტში უნდა გადაწყდეს და პარლამენტში არ შემოსულა ეს თემა. საჯარო სივრცეში იყო საკითხები, რომელიც განიხილებოდა და, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კომენტარებს ვაკეთებდით. თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელდება და გაგრძელდება მხოლოდ უკეთესი მიმართულებით,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.ხოლო არჩევნების სისტემის ცვლილებაზე საუბრისას, ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მსჯელობა წლების განმავლობაში მიმდინარეობს.„ყველა ოპოზიციონერი მუდმივად ითხოვდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაჟორიტარულ-პროპორციულიდან, შერეული სისტემიდან და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე და განაცხადა, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. შედეგად ვღებულობთ ისევ ხმაურს, რომ არ არის სამართლიანი იმიტომ, რომ ბონუსების სისტემა იქნება შემოღებული,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...