მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან - მოვაჭრეები თვლიან, რომ პასუხისმგებლობა ...

საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან – მოვაჭრეები თვლიან, რომ პასუხისმგებლობა სწორედ მას – ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ეკისრება

Published on

დღეს   ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა  კიდევ ერთხელ მოითხოვეს გამოძიების დროულად ჩატარება. აქციის მონაწილეები  ეჭვობენ, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. ისინი ბავშვთა სამყაროს დირექტორის, შენობაში შემავალი კონტრაქტორი კომპანიების, ხელმძღვანელი პირების და დაცვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.
 
დაზარალებულები  აცხადებენ, რომ   ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია და ამიტომ   დახმარებას სწორედ მისგან ითხოვენ.
 მათ დღეს ივანიშვილის სახლის წინ კარვის დადგმაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, ეასაც ხმაური და სამართალდამცავებთან შელაპარაკება მოყვა  
 
ამ დროისათვის „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საპროტესტო აქცია დასრულებულია.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ისინი საპროტესტო აქციას ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ყოველდღე გამართავენ. ხვალ აქცია 12:00 საათზეა დაგეგმილი.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...