მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება"- გიორგი მარგველაშვილი (Video)

“ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება”- გიორგი მარგველაშვილი (Video)

Published on

„პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გადავაყენეთ და სახლში გამოვკეტეთ, მესამე კიდევ დევნილობაშია. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ერთდროულად ყველას პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგმული აქვს ნაბიჯები, რომლის  მიმართაც არსებობს კითხვები, ვფიქრობ, რომ მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. რა თქმა უნდა ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება, მაგრამ ამას პოლიტიკოსებმაც, როგორც მმართველი ძალიდან ასევე ოპოზიციიდან,  პრეზიდენტმაც, ხელისუფლებამაც უნდა მივცეთ ცივილური ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას არ მიაყენებს არც  ქვეყანას და ის სამართლებრივი კითხვები, რომელიც არსებობს სააკაშვილთან მიმართებაში უპასუხებს ადეკვატურად.“- განაცხადა „ოდიშთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, მან ასევე ისაუბტრა პოლიტიკური ნიშნით დევნაზე და აღნიშნა, რომ არიან  პოლიტიკოსები, რომლებიც გარკვეული პრეტენზიის გამო იხდიან სასჯელს,არც ერთი მათგანი პოლიტიკური ნიშნით არ იხდის სასჯელს, მათ აქვთ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პრეტენზიები წაყენებული.თუ გამოჩნდება რამე სხვა, მაშინ ვილაპარაკთ ამაზე“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 
 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...