მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში სვამს კითხვას: ,,რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, ...

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში სვამს კითხვას: ,,რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, ომი გამოსაცხადებელია თუ არა?

Published on

რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია, რომ ომი გამოსაცხადებელია თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. 
 
პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა იმყოფება ძალიან მძიმე ურთიერთობებში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბირთვულ სხელმწფოსთან.
 
”ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეირაღებული ძალების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ვალდებულება დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ ყველაზე მეტად ეს ვალდებულება გადავაბარეთ ჩვენს ჯარისკაცებს და მათ მივანდეთ უფლება თავისი სიცოცხლით, თავისი პროფესიონალიზმით წინ აღუდგნენ მტერს ურთულეს ვითარებაში.
 
ამ გარემოებაში, როდესაც საქართველო ოკუპაციის პირობებში იმყოფება, როდესაც ფაქტობრივად ევროპა ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც არის საქართველოში, როდესაც აშშ-სგან ვიღებთ მხარდაჭერას არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში, ჩვენ ნათლად უნდა ვხედავდეთ სირთულეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ამ სირთულეების ფონზე რა ახალი შეგვაქვს კონსტიტუციაში? კონსტიტუციაში პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი. ნათქვამია, რომ შენარჩუნებულია ეს ტიტული, თუმცა არც ერთ ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა განახორციელოს, ფაქტობრივად აღარ არის შენარჩუნებული.
 
პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის უშიშროების საბჭო. წარმოდგენილი მოდელით კონსტიტუციის წევრები გვთავაზობენ გავაუქმოთ უშიშროების საბჭო და შევქმნათ თავდაცვის საბჭო, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ომის დროს.
ომის გამოცხადება ხდება შემდეგნაირად – პრემიერი ეუბნება პრეზიდენტს და პრეზიდენტს არ აქვს უფლება იკითხოს, რატომ ვაცხადებ ამ ომს, პირდაპირ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს, კითხვის გარეშე და გადაუგზავნოს პარლამენტს. 
რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია, რომ ომი გამოსაცხადებელია თუ არა. ეს ლაპარაკია იმაზე, როდესაც გამოცხადდება ომი, მაგრამ ომამდე განა ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც მოწოდებული იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის, აღარ სჭირდება საქართველოს კონსტიტუციას?” – განაცხადა პრეზიდენტმა.
 
მისივე თქმით, ამ ორგანოს ნაცვლად კონსტიტუციაში ჩაიწერა ხმამაღალი ლოზუნგი, რომ ჩვენი მიზანია ნატო.
 
”მე მირჩევნია არანაირი ლოზუნგი არ ეწეროს კონსტიტუციაში, მე მირჩევნია იყოს ქმედითი სტრუქტურა, რომელიც იქნება მოწოდებული, რომ ქვეყანის თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს. ეს არის ერთ-ერთი ჩემი მთავარი პრობლემა არსებულ მოდელთან”,- განაცხადა პრეზიდენტმა და მოქალაქის შეკითხვას ხუმრობისშემცველი შემდეგი რეპლიკითაც უპასუხა: „საკონსტიტუციო სტრუქტურას გეუბნებით, თორემ ასე ნატოც წერია და მთავრობაც წერია, ბარემ სტოლტენბერგი ჩაგვეწერა“.
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...