მთავარისიახლეებისაზოგადოებაფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა

Published on

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მხოლოდ საქართველოდან 200 ათასი მოქალაქე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.საქართველოს მასშტაბით დღეს სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერან ქალს ოლგა ცალანს მოინახულებს. გიორგი მარგველაშვილი 91 წლის ვეტარანს ღირსების ორდენით დააჯილდოებს და 140 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.140 ლარიან ,,ავერსის'' წამლების ვაუჩერს დღეს პრეზიდენტისაგან საჩუქრად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანი მიიღებს.დღესვე ზუგდიდში გიორგი მარგველაშვილი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას მიაგებს პატივს და მათ მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...