მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპანტების მიერ აფხაზეთიდან გამოძევებული რაიხსტაგის გმირი მშობლიურ ქალაქში საფლავსაც ვერ ეღირსა

ოკუპანტების მიერ აფხაზეთიდან გამოძევებული რაიხსტაგის გმირი მშობლიურ ქალაქში საფლავსაც ვერ ეღირსა

Published on

იმ ქართველ ახალგაზრდებს შორის, რომელთაც დღეს ვაკის პარკში რუს ბაიკერებს გეორგიევსკის ლენტები მოახსნევინეს (აგრეთვე  იმ გულუბრყვილო ადამიანებსაც, ვინც მათ მიერ  დარიგებული  ეს  ,,მგლის ბილეთები’’ დაიბნიეს), იყო რაიხსტაგის გმირის –  მელიტონ ქანთარიას შვილიშვილიც.
 
მელიტონ ქანთარია, რომელიც  გამოცხადებული იყო  ფაშიზმის წინააღმდეგ ომში რუსული იარაღის გამარჯვების სიმბოლოდ,  რუსმა ოკუპანტებმა  ისე გამოაძევეს მშობლიური აფხაზეთიდან,  რომ არც გახსენებიათ მისი პირადი დამსახურება და საზოგადოდ  ქართველების წვლილი ამომში.  
 
ჯვარში დაბადებულმა   მელიტონ ქანთარიამ ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ოჩამჩირეში გაატარა, ბოლო წლები – სოხუმში,  მაგრამ  იქ  საფლავსაც  ვერ ეღირსა. 
 
ასე აფასებენ  ომის  გმირებს  რუსები, რომელთაც ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს თბილისში  საშუალება მისცა ქართველი ხალხისთვის დაექნიათ თითი  ვეტერანთა ღვაწლის დაუფასებლობითვის.
 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...