მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე დღეს ვიხილე ნამდვილი ჩრდილოეთ კორეა, დარბაზი ზონდერებით იყო სავსე"- თენგიზ ჯგუშიამ...

“მე დღეს ვიხილე ნამდვილი ჩრდილოეთ კორეა, დარბაზი ზონდერებით იყო სავსე”- თენგიზ ჯგუშიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

Published on

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ შეხვედრა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას ეხებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.
 
მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დარბაზში მოხვედრა შერჩევითობის პრინციპით იყო შესაძლებელი, მან ქალაქი ჩრდილოეთ კორეას შეადარა და ხელისუფლება დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
 
“მე არ ვარ ნამყოფი ჩრდილოეთ კორეაში და არც გამჩენია სურვილი იქ მოვხვედრილიყავი, მაგრამ ჩემს მშობლიურ ქალაქში მე დღეს ვიხილე ნამდვილი ჩრდილოეთ კორეა. ადამიანს, რომელმაც მთელი ბავშვობა ამ სცენაზე გავატარე, არ მომეცა  საშუალება, რომ თავისუფალი ადგილი მომეპოვებინა დარბაზში, ის ზონდერი საკრებულოს თავმჯდომარე ქალი ოირდაპირ პროვოცირებას ახდენდა ჩემზე და ეუბნებოდა ყველას, რომ ადგილებზე არ დამსხდარიყო სხვა.. მე ვთქვი, რომ ნუ მოიქცევით ისე, რომ არცხვენდეთ ზუგდიდს. არ უნდა იყოს დისკრიმინაცია- თქვენ ზევითა ხართ და ჩვენ ქვევით. ზევით პომპეზურად ისხდნენ ბესელია, ძიძიგური და ხალხი ჭყლეტაში იყო მიკროფონებთან. ყველას უნდა შეეძლოს სცენაზე ასვლა და აზრის დაფიქსირება. დარბაზი ზონდერებით იყო სავსე“- განაცხადა ჟურნალისტებთან თენგიზ ჯგუშიამ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...