მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძეს მწარედ მოხვდა გულზე მაია კალანდიას შეფასებები ზუგდიდში

ირაკლი კობახიძეს მწარედ მოხვდა გულზე მაია კალანდიას შეფასებები ზუგდიდში

Published on

,,საფრანგეთი არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ისევე, როგორც კონსტიტუცია არ არის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ – ასე უპასუხა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე  გამოსულ მაია კალანდიას, რომელმაც  ირაკლი კობახიძის განმარტებები  პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების დიალოგს შეადარა – მისი თქმით, კობახიძის პოზიცია და გამოსვლა  მას აგონებს  პასაჟს ნოდარ დუმბაძის რომანიდან ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი'', როცა ილიკო ჩიგოგიძე უხსნის ილარიონ შევარდნაძეს,რა კარგია ერთი თვალი და რა ცუდია ორი თვალი.'' 
 
„საფრანგეთის მაგალითი იყო აქ მოყვანილი. საფრანგეთი არის არასაპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საპარლამენტო სისტემებში, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ პირდაპირი წესით, წარმოიშობა სისტემური პრობლემები. აქედან გამომდინარე, ეს მაგალითი არ იყო სწორად მოყვანილი – საფრანგეთი არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ისევე როგორც, კონსტიტუცია არ არის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ – ჩვენთვის საყვარელი ნაწარმოები კონსტიტუციის განმარტებისთვის, როგორც ჩანს, არ გამოდგება“, – განაცხადა კობახიძემ.
 
მანვე მოიყვანა ავსტრიის მაგალითი, როდესაც ნეონაცისტური მიდრეკილებების მქონე პრეზიდენტობის კანდიდატმა 46% აიღო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იქ, სადაც არის დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციას და უფლებამოსილებას შორის, ჩნდება პრობლემები. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მას სემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაია კალანდიამ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...