მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ერთმანეთის ლანძღვაში ვატარებთ უკვე მოგებულ წლებს, ეს არ არის ევროპული კულტურა. "-...

“ერთმანეთის ლანძღვაში ვატარებთ უკვე მოგებულ წლებს, ეს არ არის ევროპული კულტურა. “- გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა

Published on

 შოთა მესხიას სახელობის უნივერისტეტში გიორგი მარგველაშვილმა კამპანია კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში, საკონსტიტუციო ცვლილებების ხარვეზებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო სისტემაზე გაამახვილა.„საარჩევნო სისტემა, რომელიც ყალიბდება ქვეყანაში, იქნება ჩემი აზრით, პრობლემური. მახსოვს, როგორ ლანძღვადა სააკაშვილი შევარდნაძეს და მანამდე, როგორ ლანძღავდა შევარდნაძე წინა ხელისუფლებას. ეს ხელისუფლება ხშირად დაკავებულია იმით, რომ ძალიან ლანძღავს, ეს არ არის ნორმალური. დრამატული ცვლილებები, დაყოფილები რომ ვართ ხოლმე ბანაკებად, მერე ერთმანეთის ლანძღვაში ვატარებთ უკვე მოგებულ წლებს, ეს არ არის ევროპული კულტურა. ევროპული კულტურა არის, რომ 3-4-5 პოლიტიკური პარტია არის ძლიერი, ხანდახან რომელიღაცას ერგება მმართველობა. იმისთვის, რომ ეს მოხდეს ქვეყანაში, ჩვენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოგების შანსი უნდა შევუქმნათ. ამ არსებული კონსტიტუციით, ძალიან მაღალი ბარიერია, 5%-იანი ბარიერია იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდე. ამის მერე პრობლემური არის ის, რომ ბლოკების შექმნის უფლება არ აქვს ოპოზიციურ პარტიებს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.სტუდენტებს შეკითხვები აქვთ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. მათი ნაწილის აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესი არ უნდა შეიცვალოს.  

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...