მთავარისიახლეებისაზოგადოება„დაკარგული გოგიტა აბულაძის მოხუც მშობლებს ხუთი წელია დღევანდელი უღირსი მთავრობა გვატყუებს“- მ/ა...

„დაკარგული გოგიტა აბულაძის მოხუც მშობლებს ხუთი წელია დღევანდელი უღირსი მთავრობა გვატყუებს“- მ/ა სასახლესთან 5 წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა პლაკატით ხელში იმყოფება

Published on

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ზუგდიდში, მ/ა სასახლეში, სადაც საჯარო განხილვა მიმდინარეობს პლაკატით ხელში 5 წლის წინ ანაკლიაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა იმყოფება.ცისანა აბულაძემ დარბაზში შესვლამდე ეკა ბესელიასთან დალაპარაკება მოახერხა და საყვედური უთხრა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილის შესახებ რეალური ინფორმაცია ამ დრომდე არა აქვს. „ჩემისთანა გაჭირვებულ დედებს თქვენ არ აქცევთ ყურადღებას. მე არც თქვენგან მიმიღია პასუხი“- განაცხადა აბულაძემ. ხოლო უმრავლესობის წევრმა მას პირობა მისცა რომ ამ საკითხით დაინტერესდება და შესაბამის სამსახურებში გაარკვევს საქმის ვითარებას.ცისანა აბულაძეს ხელში უჭირავს პლაკატი წარწერით: „„დაკარგული გოგიტა აბულაძის მოხუც მშობლებს ხუთი წელია დღევანდელი უღირსი მთავრობა გვატყუებს“. ის შეხვედრის დასრულებას შენობის გარეთ ელოდება, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მანამ არ დატოვებს ტერიტორიას, სანამ პასუხს არ მიიღებს.გოგიტა აბულაძე სახლიდან 2012 წლის 18 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა, მოგვიანებით დედამ სახლში გოგიტას წერილი იპოვა, სადაც ის წერდა, რომ „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ".“გოგიტა აბულაძის დედის განცხადებით, მალხაზ პაჭკორია ყოფილი ხელისუფლების დროს კონტრდაზვერვის რეგიონალური სამსახურის მაღალჩინოსანი იყო.
 

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...