მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ უნდა დაუპირისპირდე ოპოზიციას, უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ ისიც შენი მოქალაქეა"-...

“არ უნდა დაუპირისპირდე ოპოზიციას, უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ ისიც შენი მოქალაქეა”- გიორგი მარგველაშვილი

Published on

არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ბოლომდე ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში განაცხადა.”ასე იყო წინა ხელისუფლების დროს, იმის წინა ხელისუფლების დროს, ყველას ეგონა, რომ სამუდამოდ არის მოსული. არ უნდა დაუპირისპირდე ოპოზიციას, უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ ისიც შენი მოქალაქეა. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ერთიან საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი, ან ერთი პოლიტიკური ძალა იყოს მართალი, ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ერთ სიმღერას ვმღეროდეთ. ეს იქნება ჩვენი ბუნების გამრუდება. არასდროს ყოფილა ქართული სიმღერა ერთხმოვანი, ყოველთვის იყო მრავალმხმიანი. ღმერთმა დაგიფაროთ, თქვენ და მე ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველას აზრი ერთნაირია. ეს არის დეგრადაცია, ასეთი ქვეყნები სამწუხაროდ არსებობს და ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არავის უნდა.მე ველოდები ისეთ საქართველოს, სადაც გვეყოლება სამი-ოთხი ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება მუდმივად კამათში, მაგრამ არც ერთ მომენტში არ მოუნდება მეორე ძალის განადგურება, ციხეში ჩასმა”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...