მთავარისიახლეებიპოლიტიკაუფასო სასადილოები და "ახალი საქართველოს" კვლევა - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს

უფასო სასადილოები და “ახალი საქართველოს” კვლევა – ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს

Published on

ოპოზიცია პროკურატურისგან თბილისის ბიუჯეტიდან უფასო სასადილოების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის მიზნობრიობის შესწავლას ითხოვს. პარტია ახალი საქართველო მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროვებს, თუმცა მანამდე მერიაში დეტალების გასარკვევად მისული პარტიის წევრები სოციალურ სამსახურში არ მიიღეს.პარტიის წევრებმა 63 უფასო სასადილოს საქმე შეისწავლეს. მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ თბილისის მერია 39 ათასზე მეტი მიუსაფარი ადამიანის გამოსაკვებად წელიწადში 8 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს, თუმცა მონიტორინგის პროცესში ოპოზიციის წევრების ინფორმაციით, უფასო სადილით რეალურად მხოლოდ მათი ნაწილი სარგებლობს, ხარჯები კი სრულად ათვისებულია. ახალი საქართველოს წევრები სავარაუდო კორუფციულ სქემაზე პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ.მერიის სოციალური სამსახურის უფროსი  ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კორუფციულ სქემაში, საკრებულოს რამდენიმე წევრია ჩართული. მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებიც არიან. 

სიახლეები

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...

გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. მიზეზად პატიმრის...

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...