მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს - სა და პარლამენტში ახლა გაიგეს, რომ "თურმე ...

შსს – სა და პარლამენტში ახლა გაიგეს, რომ “თურმე ამ პიროვნებას “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონმდებლობა დარღვეული ჰქონდა

Published on

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ახლა, როდესაც შსს-ს მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მიერ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე აქვს ინფორმაცია, შესაბამისი ზომები გატარდება.  კილაძემ კომენტარი "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა.
 
"მე რამდენადაც ვიცი, საზღვარზე არ იყო ცნობილი ის, რომ ამ პიროვნებას "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონმდებლობა დარღვეული ჰქონდა და ახლა, როდესაც შსს-ს ამის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს, ბუნებრივია, შესაბამისი ზომები გატარდება. ეს შსს-ს გადასაწყვეტია – უწყების, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს",- განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს დღეს გამოეხმაურა.მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა და მას საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა.
მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი, საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ბევრჯერ აქვს დარღვეული, საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახა. 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...