მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის ხელისუფლება მძიმედ განიცდის მაკრონის ელექტორატის - ევროკავშირის მომხრეთა გამარჯვებას საფრანგეთის საპრეზიდენტო...

რუსეთის ხელისუფლება მძიმედ განიცდის მაკრონის ელექტორატის – ევროკავშირის მომხრეთა გამარჯვებას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში

Published on

რუსეთის ხელისუფლება მძიმედ განიცდის მარი ლე პენის დამარცხებას  საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც ფაქტობრივად ევროკავშირის მომხრეთა გამარჯვებას ნიშნავს.
 
„პირველად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა როგორც ევროკავშირისადმი დამოკიდებულების თაობაზე რეფერენდუმი. ევროკავშირის მომხრეებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ფრანგების ერთ მესამედზე მეტი წინააღმდეგია. ასეთი საფრანგეთში ჯერ არ მომხდარა“, –  ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ალექსეი პუშკოვმა ემანუელ მაკრონის საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით  „ტვიტერის“ პირად გვერდზე. 
 
მან ასევე დაასახელა ის ლიდერები, ვისაც მაკრონის პრეზიდენტად არჩევა გაუხარდა.
 
„მაკრონის გამარჯვებით აღფრთოვანებულნი არიან: კლინტონი, ობამა, მერკელი, პოროშენკო, ჯონსონი. შეიძლება არ გავაგრძელოთ ეს სია. ყველაფერი ნათელია. მითხარი ვინ არის შენი მეგობარი“, – დასძინა  რუსმა სენატორმა. 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...