მთავარისიახლეებისამართალირეგულაციები არასრულწლოვანებისთვის ონლაინ აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის საკითხში გამკაცრდება

რეგულაციები არასრულწლოვანებისთვის ონლაინ აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის საკითხში გამკაცრდება

Published on

არასრულწლოვნებისთვის ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა გართულდება.პარლამენტში  შექმნილია  სამუშაო ჯგუფი, რომელიც  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს ამზადებს. 
 
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩაბმულობა ნომერ პირველი პრობლემაა.
 
„როგორც ბატონმა პრემიერმა თქვა, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც პირველ რიგში მიმართული იქნება იქითკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები არასრულწლოვანი ჩაერთოს აზარტულ თამაშებში. ამავდროულად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით საზოგადოებრივ და ბიზნესის ინტერესს შორის ბალანსი დავიცვათ. თუმცა ვერ გეტყვით, რომ 1 დღეში ან ერთ კვირაში შევიმუშავებთ ამ პროექტს, სამუშაო პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა კილაძემ. 
 
საპარლამენტო უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ საუბრობს, რა სახეს მიიღებს კანონპროექტი ან მოსალოდნელია თუ არა ე.წ. ონლაინ-კაზინოების აკრძალვა, როგორც ეს მთავრობის მიერ თავდაპირველად დაანონსდა, თუმცა დეპუტატი ლევან გოგჩაიშვილი აცხადებს, რომ „რაღაცები ისე არ იქნება, როგორც დღეს არის“. 
 
„დღევანდელი რეალობა ასეთია – ნებისმიერ არასრულწლოვანს, ვისაც რაღაც ფორმით ვიღაც სხვა ადამიანის პირადობის მოწმობა აქვს, მაგალითად 14 წლის ბავშვმა ამოიწერა უფროსი ადამიანის პირადობის მოწმობა – შეუძლია დარეგისტრირდეს, დაიწყოს თამაში, თანხა შეიტანოს paybox-დან… რეკლამაც შეუზღუდავია და კომპანიების მხრიდან მარკეტინგი – დაურეგულირებელი. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სოციალურ ქსელში „ამოხტება“ ფანჯარა, რომელიც ამ ადამიანებს სთავაზობს სერვისს, რომელიც საბოლოო ჯამში არის პრობლემატური როგორც სოციალური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე დროა ნაბიჯები გადაიდგას რაღაც შეზღუდვებთან დაკავშირებით. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის რომ ხელმისაწვდომაობა არ იყოს ასეთი მარტივი, როგორიც დღეს არის. დანარჩენი მსჯელობის საგანია. ის, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია ხელმისაწვდომების გართულების მიმართულებით ცალსახაა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...