მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,კონსტიტუცია ყველასია'' ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ხვალ შეხვედრებს ზუგდიდში გამართავს

,,კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ხვალ შეხვედრებს ზუგდიდში გამართავს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ ზუგდიდს ეწვევა და შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კამპანია ,,კონსტიტუცია ყველასია'' ფარგლებში სტუდენტებთან კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით გამართავს დისკუსიას.პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვების კომისიის შეხვედრას შეუერთდება და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საყოველთაო განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.ხვალვე საქართველოს პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერან ქალს ოლგა ცალანს მოინახულებს. გიორგი მარგველაშვილი 91 წლის ვეტარანს ღირსების ორდენით დააჯილდოებს და 140 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.140 ლარიან ,,ავერსის'' წამლების ვაუჩერს ხვალ პრეზიდენტისაგან საჩუქრად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანი მიიღებს.ხვალვე ზუგდიდში გიორგი მარგველაშვილი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას მიაგებს პატივს და მათ მემორიალს გვირგვინით შეამკობს

სიახლეები

“საქართველოსთვის ჯაშუშობის” ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით...

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

დაკავებულია სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე...

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...