მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

ენმ ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

Published on

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქალაქ ზუგდიდის მერიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ დღეს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში განაცხადეს და მედიას ხარჯების შესახებ დოკუმენტური ინფორმაციაც მიაწოდეს.
 
პარტიის წევრის, ლევან თორიას ინფორმაციით, 1 699 434 ლარი ავტომანქანებზე დახარჯა. მისივე განმარტებით, ამ თანხაში არ შედის საწვავით უზრუნველყოფა, ქართულმა ოცნებამ აღნიშნული თანხა მანქანების შეკეთებაში დახარჯა.
დღევანდელ ბრიფინგზე ლევან თორიამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული თანხების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 70 921 ლარი გასტრონომიულ მომსახურებაზე დახარჯა. მან ბრიფინგზე კონკრეტული საკვებისთვის დახარჯული ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა. თორიას განცხადებით, აღნიშნული ხარჯვა წელიწადნახევრში მოხდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ნაცვლად სოციალურად დაუცველი და გაჭირვებულ ხალხზე ზრუნვისა, ქართული ოცნების ხელისუფლება პირადი კეთილდღეობისთვის მუშაობს.
 
აღნიშნულ თემაზე კომენტარი ამ წუთამდე არ გაკეთებულა ქალაქ ზუგდიდის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...