მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს (Video)

ენმ ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს (Video)

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქალაქ ზუგდიდის მერიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.ამის შესახებ დღეს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში განაცხადეს და მედიას ხარჯების შესახებ დოკუმენტური ინფორმაციაც მიაწოდეს.პარტიის წევრის, ლევან თორიას ინფორმაციით, 1 699 434 ლარი ავტომანქანებზე დახარჯა. მისივე განმარტებით, ამ თანხაში არ შედის საწვავით უზრუნველყოფა, ქართულმა ოცნებამ აღნიშნული თანხა მანქანების შეკეთებაში დახარჯა.
 
 
დღევანდელ ბრიფინგზე ლევან თორიამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული თანხების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 70 921 ლარი გასტრონომიულ მომსახურებაზე დახარჯა. მან ბრიფინგზე კონკრეტული საკვებისთვის დახარჯული ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა.
 
 
თორიას განცხადებით, აღნიშნული ხარჯვა წელიწადნახევრში მოხდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ნაცვლად სოციალურად დაუცველი და გაჭირვებულ ხალხზე ზრუნვისა, ქართული ოცნების ხელისუფლება პირადი კეთილდღეობისთვის მუშაობს.აღნიშნულ თემაზე კომენტარი ამ წუთამდე არ გაკეთებულა ქალაქ ზუგდიდის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...

გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. მიზეზად პატიმრის...