მთავარისიახლეებისამართალიდღეს, ბათუმში მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, ბათუმში მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართება

Published on

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმში მასობრივ არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 18 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება . ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.
 
ყველა მათგანი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ ისინი იყვნენ აქციაზე, თუმცა აცხადებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
 
ისინი დღეს გირაოთი მათი გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.  
 
„იქ არ არის ისეთ დამაჯერებელი და საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც შეიძლება ბრალი დაედოს და სასჯელი მიესაჯოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. რაც შეეხება განხილვის საკითხს, მე ასევე მექნება კანონით მონიჭებული უფლება, რომ წინასასამართლო სხდომაზე დავაყენო შუამდგომლობა მოსამართლის წინაშე რათა რათა წინასწარ შეფარდებული წინასწარი პატიმრობა, შეიცვალოს გირაოთი,“-განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...