მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ხერხეულიძე: ,,საქართველოში არ არსებობს რეგიონი,სადაც იგივეს ვერ მოახერხებს ხელისუფლება, რაც...

ეკა ხერხეულიძე: ,,საქართველოში არ არსებობს რეგიონი,სადაც იგივეს ვერ მოახერხებს ხელისუფლება, რაც ამბროლაურში ჩაიდინა”

Published on

ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე ეხმაურება შეფასებებს, რომელიც  რაჭაში, ამბროლაურში კონსტიტუციის პროექტის განხილვას მოყვა სოციალურ ქსელებში და ფართო საზოგადებაში .
 
,,.სრულიად გაუმართლებელი და უსაგნოა ადამიანების გაკიცხვა კუთხურობის კუთვნილების მიხედვით.- წერს ეკა ხერხეულიძე. – საქართველოში არ არსებობს რეგიონი,სადაც იგივეს ვერ მოახერხებს ხელისუფლება,რაც დღეს ამბროლაურში ჩაიდინა. ბრიყვია, ვინც ფიქრობს,რომ პირობითად,სამეგრელოში, დაუშვებელია ანალოგიური ვითარების ხილვა. კიდევ უფრო ბრიყვია,ვინც ქვეყნის მომავლის განვითარების პერსპექტივას საკუთარ წარმომავლობას უკავშირებს.
 
ჩემი აზრით,პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ვიწრო პრიზმიდან დანახული უმნიშვნელო დეტალი.
 
მთავარი ისაა,რომ ხელისუფლებისგან დაჩაგრული ჩვენი მოქალაქეები ყველა რეგიონში თანაბარი შემართებით შეეცდებიან უკონკურენტო გარემოში,მლიქვნელობით და სავოკური მეთოდებით შესთავაზონ საკუთარი თავი მმართველ ძალას .
ასე ხდება ყველგან,სადაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან .''
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...