მთავარისიახლეებისპორტიდღეს ზუგდიდი „კოლხეთის თასის“ გათამაშებაში მონაწილე კიკბოქსიორთა ორთაბრძოლებს მაპინძლობს

დღეს ზუგდიდი „კოლხეთის თასის“ გათამაშებაში მონაწილე კიკბოქსიორთა ორთაბრძოლებს მაპინძლობს

Published on

დღეს ზუგდიდში, ცენტრალურ სპორტკომპლექსში  კიკბოქსინგში K-1 ის წესებით  „კოლხეთის თასის“ რიგით მე-6 ღონისძიება გაიმართება.
 
ბრძოლები სულ 4 წონაში ჩატარდება.  
დღეს საჩემპიონო ბრძოლები გაიმართება ორ წონით კატეგორიაში – 72 და 80 კგ წონითი კატეგორიებში.  ამ წონებში გამარჯვებული მებრძოლები გავლენ შემდეგ ეტაპზე და იბრძოლებენ  „კოლხეთის თასის“ მოსაპოვებლად. 
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 10 000 ლარი გახლავთ. 
 
ბრძოლები  19:00 საათზე დაიწყება.  ბილეთის ფასი 10 ლარია. დასწრების მსურველებს მათი შეძენა შეუძლიათ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ჟურნალ-გაზეთების  ჯიხურში.
 
შეგახსენებთ, რომ “კოლხეთის თასის“ მე-5 ღონისძიების დასკვნითი ეტაპი გაიმართა თბილისში, სადაც 65 კგ წონით კატეგორიაში „კოლხეთის თასის“ მფლობელი გახდა გიორგი ხუფენია, ხოლო 70კგ წონით კატეგორიაში ოთარ გოგობერიშილი, რომლებსაც ფულად პრიზებთან ერთად სხვა საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის ლიცენზიებიც გადაეცათ. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...