მთავარისიახლეებიმსოფლიოჰანოვერში 50 ათასი ადამიანის ევაკუირება მიმდინარეობს. მიზეზი იქ ნაპოვნი მეორე მსოფლიო...

ჰანოვერში 50 ათასი ადამიანის ევაკუირება მიმდინარეობს. მიზეზი იქ ნაპოვნი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 5 ბომბია

Published on

 ქალაქ ჰანოვერში დილის ცხრა საათიდან დაიწყო 50 ათასი ადამიანის ევაკუირება, რომელიც თავისი მასშტაბით რიგით მეორეა შარშან აუგსბურგში ჩატარებული ევაკუაციის შემდეგ. მაშინ ქალაქიდან გაიყვანეს 54 ათასი ადამიანი, მას შედეგ, რაც სამსენებლო სამუაშაოების დროს ნაპოვნი იქნა 3, 8 კგ – იანი ბომბი .
 
ამჯერად ჰანოვერში მიმდინარე ევაკუაციის მიზეზიც ბომბია, უფრო ზუსტად აქ აღმოჩენილი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ხუთი ბომბი, რომლის უვნებელყოფა ევაკუაციის შემდეგ მოხდება.
 
 „ბი-ბი-სი“ ინფორმაციით, საევაკუაციო ოპერაცია ჰანოვერის მოსახლეობის მეათედს ეხება და  საცხოვრებელი სახლების გარდა  მოიცავს შვიდი მოხუცთა სახლს, საავადმყოფოსა და ქარხანას.
 
ევაკუირებული მოსახლეობისთვის გათვალისწინებულია უფასო საკვები და კულტურული პროგრამები.
 
საკუთარ სახლებში დაბრუნებას ისინი საღამოსთვის შეძლებენ. ვარაუდობენ, რომ ოპერაციამ შესაძლოა, რკინიგზის მუშაობაც შეაფერხოს
. 
გერმანიაში პირველი უმსხვილესი ევაკუაცია გასულ წელს აუგსბურგში განხორციელდა, როდესაც 54 ათასი ადამიანის ევაკუაცია 3,8 ტონიანი ბომბის აღმოჩენის გამო გახდა აუცილებელი.
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...