დღეს გიორგობაა

Published on

დღეს გიორგობაა –   წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღე.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.
წირვას ქაშუეთის ტაძარში  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს. 
ძლევაშემოსილ და უძლეველ ზეციურ მხედარს მოიხსენიებენ ზუგდიდის, სამეგრელოს ტაძრებშიც, როგორც ეს ყოფილა ოდითგან. 
 
რაც შეეხება  ხალხურ გიორგობას – ილორობას, იგი, სამწუხაროდ, ვერც დღეს იქნება ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, თუმცა იქ აუცილებლად მივა ბევრი ქართველი მრევლთაგანი, რომელიც სწორედ წმინდა გიორგის შემწეობის იმედით უძლებს გაუსაძლისს-  დევნილი და დამცირებული, მის სახლში გაბატონებული უცხოსაგან მომდინარე გამუდმებული საფრთხის წინაშე მდგარი –   წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ხომ ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. 
 
ფოტოზე –  ილორის ეკლესია ვანდალურ ,,რეკონსტრუქციამდე'' 

 
 
 
 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...