მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ასლანი გაიქცა. აჭარა თავისუფალია'' - აგონიაშია ახლანდელი ხელისუფლებაც. ნაციონალური მოძრაობის ბათუმის...

,,ასლანი გაიქცა. აჭარა თავისუფალია” – აგონიაშია ახლანდელი ხელისუფლებაც. ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში დღეს აჭარის რევოლუციის 13 წლისთავი აღნიშნეს

Published on

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში დღეს აჭარის რევოლუციის 13 წლისთავი აღნიშნეს.
 
ღონისძიებას  „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძეც დაესწრო. 
მისი განცხადებით,  აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ რეგიონმა თავისუფლება მოიპოვა. 
მიხეილ სააკაშვილის  მმართველობის პერიოდში რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
„ჩვენი რეგიონისათვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გვახსოვს სიტყვები „ასლანი გაიქაცა, აჭარა თავისუფალია“, მართლაც რეგიონმა მიიღო თავისუფლება. ვისურვებდი, რომ ეს დღე აღარ განმეორდეს. რეგიონიც და ქვეყანაც უნდა განვითარდეს“,- აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ. 

ლევან ვარშალომიძე ასევე გამოეხმაურა პარტიის ყოფილი წევრის, ირაკლი ჩვხირკიას, დაკავების ფაქტს.
 
„ხელისუფლება აგონიაშია. ჩვენი პარტიის წევრები მოთხოვნის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დაიკითხნენ. ვეძებთ, დამნაშავეს? კარგით, დაველოდოთ გამოძიებას. – განაცხადა მან – არასდროს არ უნდა დაუშვას ქვეყანამ, რომ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აქციის ორგანიზატორები მკაცრად დაისაჯონ, ვინც ეს ჩაიდინა. რეალურად ხელისუფლებას 6 საათის განმავლობაში ეძინა და არანაირი ქმედება არ იყო განხორციელებული. დღეს ვიჭერთ ჩხვირკვიას? იგი ბათუმში ღამის 5 საათზე ჩამოვიდა, როდესაც მოვლენები უკვე ფაქტობრივად დასრულებული იყო. გამოიძიონ, ჩვენ ყველა ველოდებით. მშვიდობიანი აქცია გადაიყვანეს ძალადობრივში, რომელიც მართული იყო პირადაპირ ხელისუფლების მხრიდან და დღეს ვეძებთ დამნაშავეებს“ 
 
 
შეგახსენებთ, 2004 წლის 6 მაისს ხალხმრავალი აქციების შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი მეთაური ასლან აბაშიძე თანამდებობიდან გადადგა და საქართველო დატოვა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...