მთავარისიახლეებისამართალისაპატრიარქოსა და ბრალდებულ გიორგი მამალაძის პოზიცია ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომის...

საპატრიარქოსა და ბრალდებულ გიორგი მამალაძის პოზიცია ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. 
გაჟღერდა ინფორმაცია,  რომ შუამდგომლობაში პროცესის დახურვის  არგუმენტად მოყვანილია მისწრაფება, არ შეილახოს საპატრიარქოს იმიჯი. 
 
,,პროცესის დახურვის  იმ არგუმენტების გამოყენება, რომ საპატრიარქოს იმიჯი შეიძლება შეილახოს, საპატრიარქოსთვის კატეგორიულად მიუღებელია, საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესია ყოველგვარი განსაცდელის ჟამს უფრო და უფრო ძლიერდება, – განაცხადა ამასთან დაკავშირებით  საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ  სასამართლო პროცესის დახურვის შემდეგ  – , საპატრიარქოს არაფერი აქვს  დასამალი და შუამდგომლობის წაყენებისას მხარეთა მიერ ამ არგუმენტის  მოშველიება,  ჩვენთვის მიუღებელია. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს საპატრიარქოდან არ ყოფილა არანაირი მითითება და თხოვნა, რომ დავუშვათ რაიმე უნდა იყოს დასამალი. ამ საქმეში ისედაც ყველაფერი ნათელია. მხარეები გარკვეულწილად გარემოებებზე საუბრობენ და თუნდაც წინასასამართლო სხდომა არ წარმოადგენს ისეთი განხილვის ეტაპს, სადაც შეიძლება გარკვეული პირები დაიკითხოს, ან გარკვეული მტკიცებულებები იყოს გამოკვლეული. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, აპელირება და გადაბრალება საქართველოს საპატრიარქოზე, რომ თურმე მის ინტერესებში შედის პროცესის დახურვა, კატეგორიულად მიუღებელია“- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
 
თავის მხრივ,  ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ  არ ეთანხმება.პროკურატურის არგუმენტს, რომ სხდომის დახურვა თუნდაც მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გამო უნდა მოხდეს:
,,ჩემი სურვილია სხდომები იყოს ღია, საუბარი იყო ჩემს პირად ცხოვრებაზეც და მე მგონი, აქ ჩემი პირადი ცხოვრება არ განიხილება. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებას და ამასთან დაკავშირებით მე დასამალი არაფერი მაქვს '' – განაცხადა მან 
 

 



 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...