მთავარისიახლეებირეგიონებინინო ლომჯარია მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის საქმიანობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

ნინო ლომჯარია მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის საქმიანობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

Published on

 ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი ხარვეზები მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის საქმიანობისას არაა დაფიქსირებული, რის გამოც ეს სამსახურები გადამზადებას საჭიროებენ. – განაცხადა გენერალური აუდიტის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ ზუგდიდის „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, თვითმმართველობების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები , რომელთაც სახელმწიფო აუდიტის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე და ამ მხრივ გაცემულ რეკომედაციებზე იმსჯელეს. 
 
„საუბარია ისეთ ხარვეზებზე, როგორიცაა მაგალითად, მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონების არასათანადო განკარგვა, დაუსრულებელი ან შეწყვეტილი საბიუჯეტო პროექტები, ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები და სხვა ტიპის დარღვევები, ტენდენციები, რაც გულისხმობს, რომ ეკონომიურად, ეფექტიანად და შედეგიანად არ ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვა. აღსანიშნავია, რომ იმ პრობლემატური საკითხების უმეტესობა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახდენს, 90%-ის შემთხვევაში მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტების მიერ აღმოჩენილი არ არის და არ არის დაფიქსირებული, რაც გარკვეულწილად მიუთითებს, რომ ეს სამსახურები არის არაეფექტიანი. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი ტრენინგები ჩავუტაროთ მათ“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...