მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ატირებს ფროიდს? - მარგველაშვილი ივანიშვილთან ურთიერთობების შესახებ

რა ატირებს ფროიდს? – მარგველაშვილი ივანიშვილთან ურთიერთობების შესახებ

Published on

ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როცა დამთავრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოხუმის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, არაფორმალური მმართველობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 
 
მისი თქმით, უამრავი ინფორმაცია მისდის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე აიძულა, ვინმეს რამე უთხრა, მაგრამ ამაზე არ საუბრობს, რადგან ჭორებზე არ საუბრობს. 
 
"ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როცა დამთავრდა. ჩვენ მის მერე არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. ბევრი ამბავი მოდის ჩემამდე, რომ ან ბიძინამ აიძულა ან ბიძინამ უთხრა და ა.შ. მე ხომ არ ვიცი, რომ ეს სიმართლეა? -ამიტომ რა უფლება მაქვს ჭორებზე საუბრის. როდესაც ენა მოაქვს ვინმეს, ე.ი. ეს ადამიანი რაიმესკენ მოტივირებულია, წრფელი გულით არავინ ჭორაობს. ბევრი ინფორმაცია მოსულა, მაგრამ ამ ჭორების განხილვა ჩემი შეურაცხყოფაც იქნება და თქვენიც. როდესაც ჭორაობ, ცუდია ტვინის ჰიგიენისთვის, ტვინში გიჩნდება ბუზები, რომელიც ცუდად მოქმედებს", – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
მისივე თქმით, ის მაქსიმალურად ცდილობს პიროვნულ საუბარს თავი აარიდოს. 
 
"მე რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ მოვწყდე ჭორს, პიროვნულ საუბარს და არაფორმალურ განხილვებს. პოლიტიკაში ძირითადად საუბარია ან ჭორზე, ან სხვის შიგანაგან მდგომარეობაზე. ჩემზე იმდენი ანალიზია ჩატარებული, ალბათ, ფროიდი ტირის, რადგან მუდმივად შესწავლის ობიექტი ვარ", – განაცხადა მარგველაშვილმა.
 

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...