მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლებამ ისევ იცრუა? - თბილისში რუსი ბაიკერები დასეირნობენ

ხელისუფლებამ ისევ იცრუა? – თბილისში რუსი ბაიკერები დასეირნობენ

Published on

ხელისუფლებამ ისევ იცრუა?  – ქართულ მედიასივრცესა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, როგორ დასეირნობენ რუსი ბაიკერები, მათ შორის, "ღამის მგლებიც" თბილისში. რუსი ბაიკერები არაყიშვილის ქუჩაზე და ვახუშტის ხიდზე,   რესტორანი "გაგრასთან" და სხვა ადგილებშიც შენიშნეს.
ეს სურათი არაფრით ჯდება შშ სამინისტროს გუშინდელ განცხადებებთან, და განსაკუთრებით გიორგი მღებრიშვილის ვისთვის -ამაყი, ვისთვის- ირონიზირებული გამონათქვამების (,,ნუ გეშინიათ – ვერ შემოვლენ", ,, დამშვიდდით, არ შემოდიან '')   კონტექსტში. 
 
შს სამინისტრო ახლა რბილად რომ ვთქვათ, უხერხული მდგომარეობიდან თავის დაღწევას ცდილობს  და ამყარებს ვარაუდს, რომ ბაიკერების ნაწილი საქართველოში 2 მაისამდე, ანუ იმაზე ადრე შემოვიდნა, ვიდრე გეორგიევსკის ბაფთოსნებს საზღვარს ჩაუკეტავდნენ. 
 
ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ "ღამის მგლების" ერთერთმა წევრმა, საქართველოში შემოსვლა შეძლო, რადგან ის ტურისტის საფარქვეშ, ატრიბუტიკის გარეშე გადაადგილდებოდა და უწყებას არ ჰქონდა საფუძველი, ის ქვეყანაში არ შემოეშვა.
 
"სოციალურ ქსელში ე.წ. "ღამის მგლებთან" დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების – ე.წ. "ღამის მგლების" 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას.  ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" ჯგუფის წევრია.
აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის. შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი ხასიათის ინციდენტს" – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 
 
ხელისფლება ამ განცხადებაშიც ცრუობს. – სხვა რომ არაფერი,  ვრცელდება არერთი ფოტო,  ერთ ბაიკერზე მეტი ჩანს, ამასთან ,,ღამის მგლების'' ამუნიციით. 

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...