მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა...

აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

Published on

აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც ამ ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მხარდაჭერაზეა მიმართული. – ასეთ დებულებებს შეიცავს  სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტი, რომელიც მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან ერთად,  დაამტკიცა გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ.
 
აქვე, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების თავში ნათქვამია, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დახარჯული იყოს რაიმე ქმედებაზე, რაც ხელს უწყობს რუსთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას. ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს კონტროლი განახორციელოს, რათა ამერიკულმა კომპანიებმა არ განახორციელონ ქმედებები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ.
 
დოკუმენტში რამდენიმე თავი ეძღვნება რუსეთს.  ერთ-ერთი დებულება, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის შემცირების ზომებსა და აშშ-ში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაავალეს ახალი წესების შემუშავება, რომლის თანახმად, რუს დიპლომატებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს წინასწარ მოუწევთ გადაადგილების თაობაზე აშშ-ის მთავრობის ინფორმირება.  
 
დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია სპეციალური უწყებათაშორისი კომიტეტის შექმნა, რომლის ამოცანა იქნება, რუსეთის ან სხვა უცხო ქვეყნის საიდუმლო გავლენისთვის დაპირისპირება. აღნიშნულ კომიტეტში შევლენ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსური და ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები. 
 
დოკუმენტში ჩამოთვლილია რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის ისეთი ფორმები, როგორიც არის: მანიპულაციები მედიაში, დეზინფორმაციის გავრცელება, გავლენის აგენტების დაფინანსება, პროვოკაციები, ადამიანის უფლებათა დარღვევა, კორუფცია, პლიტიკური ოპონენტების მკვლელობა და ტერაქტები. 
 
 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...