მთავარისიახლეებიეკონომიკაცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში - რა წესით დაფინანსდება გეგმიური სტაციონარული მომსახურება საშუალო...

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში – რა წესით დაფინანსდება გეგმიური სტაციონარული მომსახურება საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის?

Published on

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ დაუფინანსდებათ გეგმიური სტაციონარული მომსახურება, რომლის ღირებულება  1000-ლარზე ნაკლებს შეადგენს,- ამათ თვითონ უნდა უნდა გადაიხადონ ეს თანხა და სახელმწიფო შეეხიდება  1001 ლარიდან.
თუკი აქამდე 100%-ით უფინანსდებოდათ გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება, დაუფინანსდებათ 90%-ით და გადაიხდიან 10%-ს. 
 
მისივე განმარტებით, ეს იმდენად ფინანსური დანაზოგი არ არის, რამდენადაც არასაჭირო კვლევებისა და ინტერვენციების დაფინანსება, რაც ირიბად არა მარტო ფინანსური პრობლემაა, არამედ მათი ჯანმრთელობის პრობლემაცაა. 
 
”გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებაში ის, რისი ღირებულებაც არის 1000 ლარზე ნაკლები, უნდა გადაიხადონ თვითონ და სახელმწიფო შეეხიდება მათ 1001 ლარიდან. აქაც თანხის დაზოგვასთან ერთად არასაჭირო ინტერვენციების დაზოგვაა. გეგმიურად სტაციონარში შესაძლოა ადამიანი მოხვდეს ბევრი მიზეზით, მათ შორის ქირურგიული ოპერაციის საჭიროებითაც”, – განაცხადა სერგეენკომ. 
 
მისივე თქმით, როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს. ”როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, რომ არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს და ჩვენ ამას გვაჩვენებს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ჩვენი რეალური ანალიზი. სოციალურად დაუცველებში, რომლებსაც თანადაფინანსების ნაწილს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უხდიან, ქირურგიული ოპერაციების თუ კვლევების რაოდენობა მინიმუმ 1.5-ჯერ აღემატება იგივე ასაკობრივ ჯგუფში იგივე ჯანმრთელობის რისკების მოსახლეობის ჩარევებს”, – განაცხადა სერგეენკომ.
 
მისივე თქმით, ყველაზე მეტად საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებული ცვლილებები იგრძნეს მაღალშემოსავლიანებმა. ”32 000-დან მხოლოდ 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. მთლიანობაში, 40 000-ზე მეტი შემოსავალი ვისაც აქვს, არ ექნება საყოველთაო დაზღვევა, საშუალო შემოსავლის მქონეს ან კერძო უნდა ჰქონდეს ან საყოველთაო, ორივე სადაზღვევო პაკეტის პრივილეგია აქვს, ვისაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი და ვინც არის მიზნობრივ ჯგუფებში – ბავშვი, პედაგოგი და ა.შ.”, – განაცხადა სერგეენკომ. 

 
 

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...