მთავარისიახლეებისამართალისაიას კვლევის შედეგები - სამსახურიდან დათხოვნილ საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი ...

საიას კვლევის შედეგები – სამსახურიდან დათხოვნილ საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა

Published on

სახელმწიფო უწყებებიდან   2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 31 იანვრის პერიოდში  2 300 თანამშრომელია გათავისუფლებული, აქედან ყველზე მეტი – 2250 თანამშრომელი, მხოლოდ თავდაცვის უწყებიდან არის. – ასეთია შედეგები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევისა, რომელიც  ეხება  სახელმწიფო უწყებებსი ოპტიმიზაციის პროცესის მიმდინარეობას ხუთი სამინისტროს მონაცემების მიხედვით. 
 
საიაში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი არ იყო გამჭვირვალე. უწყებებში გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სამსახურიდან გაშვების მიზეზი არ განუმარტეს და ისინი დაუსაბუთებლად გამოუშვეს. საია-ს იურისტთა განცხადებით, რამდენიმე სამინისტრომ ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია მათ საერთოდ არც მიაწოდა.
 
„სამინისტროს არ ჰქონდა ნათელი კრიტერიუმები თუ როგორ უნდა აერჩიათ რეორგანიზაციის საფუძველზე გასათავისუფლებელი საჯარო მოხელე. საჯარო მოხელეები ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშანი იყო მათ შემთხვევები, ზოგიერთ შემთხვევაში მათთვისაც გაუგებარი და ბუნდოვანია, რატომ მოხდა მათი გათავისუფლება.
 
"გვაქვს დავები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინააღმდეგ და ასევე იუსტიციის სამინისტროს სიპის, აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ, სადაც საჯარო მოხელეები თვლიან, რომ მათი კანდიდატურების შერჩევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა,“-განაცხადა ნინო ცუხიშვილმა.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....