მთავარისიახლეებიეკონომიკაკახი კალაძე: ,,არ არის გამორიცხული, ბუნებრივი აირის ტარიფი გაძვირდეს''

კახი კალაძე: ,,არ არის გამორიცხული, ბუნებრივი აირის ტარიფი გაძვირდეს”

Published on

ენერგეტიკის მინისტრი  გაზის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავს. – კახა კალაძემ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.
 
„მოლოდინებს რაც შეეხება, დაველოდოთ, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება არც მოხდეს გაძვირება, ამიტომ დაველოდოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.
 
 შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ოთარ სირაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით რომ ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება:
 
„ქართული ოცნება“ მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა, მაგრამ ეს უკვე მერამდენედ ხდება გაზის ტარიფის მატება.-  ივლისიდან მოხდება გაზის ტარიფის ზრდის „შემოპარება“, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას, რადგან   გაზის ტარიფის ზრდა გამოიწვევს სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გაძვირებასაც.'' – განაცხადა  ოთარ სირაძემ –  
 
მისი თქმით,  „ეს არის კახა კალაძის არაკომპეტენტურობის და „ქართული ოცნების“ მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. მათ ვერ მოახერხეს ინვესტიციების მოზიდვა, ხდება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებების დადება, შეგახსენებთ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხს, ასევე სასამართლო დავებს „ინტერ რაოსთან“, „ყაზტრანსგაზთან“. მათი ოთხწლიანი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ჩვენ მივიღეთ გაუფასურებული ლარი, თავის მხრივ, კი ვღებულობთ ტარიფების ზრდას“.

სიახლეები

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...