დღეს საქართველოს პარლამენტში მუსოლინის ხსენების დღე იყო

0
451

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს  კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით შეთავაზებული საარჩევნო სისტემის კრიტიკით დაიწყო.
 
სარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის შეფასებით, საარჩევნო სისტემა, რომელიც ხელისუფლებამ  შესთავაზა  ქვეყანას, იგივე პრინციპზეა აგებული, რაც მუსოლინიმ შეთავაზა იტალიის პარლამენტს მეოცე საუკუნეში.
 
რატიანის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის მძაფრი რეაქცია მოყვა. 
 
,,თქვენ იტყუებით – არ შეიძლება ამ გზით პოლიტიკაში სიარული. მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას დემოკრატიული სისტემით ვცვლით ირაკლი კობახიძემ სერგო რატიანის კრიტიკას  –  მუსოლინიმ იტალიას შესთავაზა სისტემა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც იღებდა 25 პროცენტს, ავტომატურად იღებდა 2/3 , ასე რომ მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით.ეს რეალობაა. ეს ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა''.
 
სერგო რატიანი შეეხო ”ევროპული საქართველოს” ინიციატივასაც – საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტი  ჩატარებულიყო.
 
მისივე თქმით, კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომლითაც შემდეგი პერიოდის ისტორია განისაზღვრება და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ცვლილებების პროცესში საჭიროა დავეკითხოთ ხალხს. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა 
”26 წლის განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ერთი და იგივე პოლიტიკური პრობლემა აქვს – ის, რომ პირველ ადგილზე გასულს მუდამ სურს გადაჭარბებული ძალაუფლება. ამიტომ არის ინიციატივა, რომ აუცილებელია სხვანაირად ჩამოვყალიბდეთ. იმ მოდელს, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, 2 მთავარი პრობლემა ახასითებს. პირველი პრობლემაა ის, რომ პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას აქვს არაადეკვატური ძალაუფლება. მეორე პრობლემაა პრეზიდენტის ფიგურა. ძალიან სერიოზული პრობლემა ექმნება ხელისუფლებას, როდესაც არჩევითი ფიგურა არ არის პრეზიდენტი,” – განაცხადა სერგო რატიანმა. 
 

 
წინა სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაუკრაინის ქართველი გმირები – ზურაბ ხურცია და დავით ყიფიანი – ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური