მთავარისიახლეებიკონფლიქტებიანქვაბის პასუხი მათ, ვინც მას ,,საქართველოსა და ქართული საზოგადოების...

ანქვაბის პასუხი მათ, ვინც მას ,,საქართველოსა და ქართული საზოგადოების სამყაროში დაძირულ პოლიტიკოსად” იხსენიებს

Published on

 საქართველოსა და ქართული საზოგადოების სამყაროშია დაძირული ამ დღეებში გაზეთში ,, კომსომოლსკაია პრავდა’’ გამოქვეყნდა სტატია ,,ანქვაბის ჭეშმარიტი სახე’’, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ექსპრეზდენტს და დღეს უკვე ახლადარჩეული ე.წ. პარლამენტის დეპუტატს ანტირუსულ საქმიანობაში  ედება ბრალი.
 
თავად ალექსანდრე ანქვაბი ,,ინფორმ აბხაზიასთან’’ საუბარში აბსურდულს უწოდებს არგუმენტებს, რომლითაც სტატიის ავტორი თავისი მოსაზრების გამყარებას ცდილობს. 
 
ეს არგუმენტები მოკლედ ასეა ფორმულირებული: 
 
,,ანქვაბმა   თავისი ხელით დახია ახალი რუსულ – აფხაზური ხელშეკრულების პროექტი.''
 
,,ანქვაბმა აუკრძალა რუს ბიზნესმენს სასტუმრო კომპლექსის ,,ასტორიას’’ მშენებლობა აფხაზეთში.'' 
 
,,ანქავაბის  პრეზიდენტობის წლებში ხელი, რომელიც გამოუწოდა რუსეთმა აფხაზეთს, არაერთხელ დარჩა ჰაერში გამოკიდებული ''
 
,,ანქვაბმა აფხაზეთის უძრავი ქონების უცხოელებზე გაცემის დაუშვებლობის საბაბით უბინაოდ დატოვა აფხაზეთის ასეულობით რუსი და რუსულენოვანი ( სომხები, ბერძნები, ბელორუსები, ესტონელები, ებრაელები) მოქალაქე'' 
 
,, ანქვაბი ხელს უწყობს საეკლესიო განხექილებას იმით, რომ მფარველობს იერონიმ ბესარიონ აფლიაას, რომელიც თავისი შეხედულებისამებრ ახდენს მღვდელმსახურთა განკვეთასა და ხელდასხმას,  ეწინააღმდეგება გარდაქმნებს  ახალი ათონის მონასტერში და ზღუდავს მღვდელმსახურთა ახალ ფრთას (იგულისხება მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოზიცის მღვდელმსახურები).''
 
,,ანქვაბი ტიპური ქართული სტილით მოქმედი  პოლიტიკოსია, იგი დღემდე და თავი ვერ დააღწია იქ მიღებულ კოლოსალურ გამოცდილებას. ''
 
როგორც ანქვაბი ამბობს, ყველა ეს არგუმენტი სასაცილოა და მასზე საუბარი არც ეღირებდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება:
 
აფხაზეთში  ფორმირებულია ახალი პარლამენტი. მასში მმართველი პარტიიდან არჩეულებთან ერთად  წარმოდგენილია როგორც ოპოზიცია, ისე დამოუკიდებელი დეპუტატებიც.  როგორც თავად სტატიის ავტორი ამბობს, ,,მას არც პარლამენტის ვიცესპირად და არც რომელიმე საპარლამენტოკომიტეტის თავმჯდომარე არჩევის შანსიც არ დაუტოვეს’’.
 
 თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ არა მაქვს  არანაირი სურვილი და მისწრაფება დავიკავო პოლიტიკის განმსაზღვრელი ფიგურის ადგილი და რომ ამჯერად სხვა, უფრო მოკრძალებული  მიზეზით დავბრუნდი აფხაზეთში. 
 
,,მაშინ  ვინ არის ანქვაბი დღევანდელ სიტუაციაში, რა ფიგურაა ისეთი, რომ ერთი კვირის განმავლობაში ,,კომსომოლსკაია პრავდამ ‘’ორი ანალიტიკური სტატია ( ერთი პოზიტიური, მეორე მკვეთრად უარყოფითი) მიუძღვნას  – სვამს კითხვას ანქვაბი და იქვე პასუხობს ამ კითხვას – ანქვაბი სტატიის ავტორისა და დამკვეთისათვის მხოლოდ და მხოლოდ სახელი და გვარია, რომელსაც შეიძლება მიაბა მთავარი მიზანი – აფხაზეთში შექმნილი  ახალი პოლიტიკური რეალიების ზონდირება.  
 
ანქვაბი კონტრარგუმენტებით აბათილებს სტატიაში მოყვანილ ყველა არგუმენტს და რეზიუმეს სახით ამბობს – ,,განა თავისი ქვეყნიდან განდევნილი, დამხობილი პრეზიდენტი, რომლის პოლიტიკა  ანტირუსული იყო და და ასე აპირებს საქმიანობის გაგრძელება პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგაც, მოსკოვს მიაშურებდა? ან მოსკოვი კი მიიღებდა მას?''

სიახლეები

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...

შსს-მ აეროპორტში, ბარგის შემოწმებისას 19 კგ-ზე მეტი მარიხუანა ამოიღო – დააკავეს ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისის...

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000...