მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში დააკავეს დეპუტატის ძმა და საკრებულოს აპარატის უფროსი

ზუგდიდში დააკავეს დეპუტატის ძმა და საკრებულოს აპარატის უფროსი

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი, გრიგოლ მიქავა, რომელიც წუხელ დააკავეს, ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
არსებული ცნობით, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსს ნარკოლოგიური შემოწმება არ ჩატარებია, ვინაიდან მან შარდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 12-საათიანი დაკავების შემდეგ ის გაათავისუფლეს.
სამართალდამცავებმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი წუხელ დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, საქმე ნარკოტიკებს უკავშირდებოდა.
ამასთან, წუხელ ღამით სამართალდამცავებმა ზუგდიდში ადგილობრივი მკვიდრი ლევან ხვიტიაც დააკავეს, რომელსაც, მისივე ადვოკატის ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შემოწმებისას მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა.
მისი ადვოკატის მტკიცებით, ხვიტიას დაკავებას ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაკავებასთან კავშირი არ აქვს.
არსებული ინფორმაციით, წუხელ ასევე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ძმა მამუკა ქვარაია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ასევე ნარკოტიკებს უკავშირდება.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...