მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში იგეგმება, „კონსტიტუციის კასტრაციაა“ - აცხადებს ოპოზიცია

,,ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში იგეგმება, „კონსტიტუციის კასტრაციაა“ – აცხადებს ოპოზიცია

Published on

ოპოზიციის წარმომადგენლებიდღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გააცნობენ საკუთარ პოზიციას კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.  
 
პლატფორმა ,,დაიცავი კონსტიტუციაში'' შემავალი პოლიტიკური პარტიების წევრების თქმით,  კარგი კონსტიტუციისთვის აუცილებელია ერთობლივი ქმედება, რათა წარმოდგენილ ცვლილებებში საჭირო შესწორებები შევიდეს.
 
“ჩვენი მიზანია, რომ ერთად დავგეგმოთ, როგორ გავაგებინოთ ობიექტური სიმართლე ქართულ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, საერთაშორისო საზოგადოებას და ძალთა კონსოლიდაციის გზით გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ კონსტიტუციას ქმნის ყველა ერთად და არა მხოლოდ ერთი პარტია. ეს იქნება ჩვენი მსჯელობის საგანი პრეზიდენტთან,“ – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
 
პოლიტიკოსები შესაბამისი ინფორმაციის საერთშორისო ორგანიზაციებისთვის დროულად მიწოდების აუცილებლობაზეც საუბრობენ.
 
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში იგეგმება „კონსტიტუციის კასტრაციაა“.
 
„ყველამ უნდა გაიგოს რამდენად დრაკონული, უაზრო და საკუთარ თავზე სათავისოდ გამოგონილი ცვლილებებია, რასაც თავს ახვევს ქვეყანას და მის ხალხს ქართული ოცნება. ეს არის რეალურად კასტრაცია კონსტიტუციის და  ამის უფლება მათ არ უნდა მივცეთ,“ – აცხადებს ნიკა რურუა.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...