მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში ავტომანქანამ ახალგაზრდა ქალი გაიტანა

თბილისში ავტომანქანამ ახალგაზრდა ქალი გაიტანა

Published on

თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე, 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. 
 
თვითმხილველების თქმით,, ”მიცუბიშის” მარკის ავტომობილი ქალს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შემდეგ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელთან ერთადაც ქალი გზაზე გადადიოდა, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული. 
 
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. 
 
როგორც ავარიის ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს ტერიტორიაზე შუქნიშნის დამონტაჟების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...