შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

0
467
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის, გრიგოლ მიქავას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. 
 
 " გრიგოლ მიქავა წუხელ დააკავეს, თუმცა მას ნარკოლოგიური შემოწმება არ ჩატარებია, ვინაიდან შარდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. მიქავას დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით მოხდა – აცხადებენ სამინისტროში –   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.
 
მიქავა 12-საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.
წინა სტატიაგადაცემა ,,თეზისი” – ვსაუბრობთ ალექსანდრე (საშა) ეგუტიას შემოქმედებაზე TV program “Thesis” – we talk about Alexander (Sasha) Egutia’s creations
შემდეგი სტატიაინცინდენტი თბილისში – ტრანსგენდერები მეზობლებს შეურაცხყოფაში, სამართალდამცავებს უმოქმედებაში ადანაშაულეენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური