მთავარისიახლეებისამართალიგრიგოლ მიქავა მეორედ დაკავების შემდეგ გაანთავისუფლეს (Video)

გრიგოლ მიქავა მეორედ დაკავების შემდეგ გაანთავისუფლეს (Video)

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი მეორედ დაკავების შემდეგ გაანთავისუფლეს. გრიგოლ მიქავამ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შენობა უკომენტაროდ დატოვა. ადგილზე მისი ოჯახის წევრები და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მან მეორედ დაკავების შემდეგაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 
 
 
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წუხელ დააკავეს, დღეს დილით კი გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციამ ის ხელახლა დააკავა და ამ დროისთვის ისევ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტშია გადაყვანილი. 
გამოძიება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე მუხლით მიმდინარეობს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...