მთავარისიახლეებიპოლიტიკაეუთო-ს ექსპერტებისთვის გაუგებარია, რას ითხოვს პრემიერი მათგან - მედიაომბუდსმენის საჭიროებას ვერც უჩა...

ეუთო-ს ექსპერტებისთვის გაუგებარია, რას ითხოვს პრემიერი მათგან – მედიაომბუდსმენის საჭიროებას ვერც უჩა ნანუაშვილი ხედავს

Published on

გუშინ სახალხო დამცველი საქართველოში მედიაგარემოს შესასწავლად ჩამოსულ ეუთო-ს ექსპერტებს -დაინიუს რადზევიჩიუსსდა  აიდარ ბოტაგაროვს შეხვდა.
 
შეხვედრის შემდეგ  უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებისთვის გააკეთა განცხადება პრემიერ კვირიკაშვილის  ინიციატივასათან დაკავშირებით – შეიქმნას  მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი.
 
 მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეუთო-ს ექსპერტებისთვისაც გაუგებარია, რას ითხოვენ მათგან.
"მე ზუსტად ვერ გავიგე, თუ რა ინსტიტუტზე არის საუბარი, რადგან სახალხო დამცველი ისედაც არის უფლებამოსილი, მოახდინოს კონკრეტული ფაქტების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადოს, მათ შორის მედიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ფუნქციას სახალხო დამცველის აპარატი თავისი მანდატის ფარგლებში ისედაც ახორციელებს. რა აუცილებლობაა ამ მიმართულებით მსგავსი ინსტიტუტის შექმნის, ცოტა გაუგებარია. ეს კითხვა დავუსვი მე ეუთო-ს ექსპერტებსაც, რომელთაც ასევე არ ჰქონდათ კონკრეტული წარმოდგენა, რას ითხოვენ მათგან. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია მათი ექსპერტიზის და რეკომენდაციების გამოყენება და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა იმისთვის, რომ მდგომარეობა ქვეყანაში შეიცვალოს მედიის კუთხით",- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
 
შეგახსენებთ,  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარტის დასაწყისში  მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს ოფისს  მიმართა მედიაგარემოს შემსწავლელი მისიის ორგანიზების თხოვნით.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...