თაზო ფაცაცია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

0
449

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს.  დღევანდეს სხდომაზე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით – რვა ორის წინააღმდეგ აღნიშნულ თანამდებობაზე თაზო ფაცაცია აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე გიორგი თოდუა შეცვალა, რომელიც 26 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ასევე ხმათა უმრავლესობით – რვა ორის წინააღმდეგ დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ ამის მიზეზად „განსხვავებული ხედვები“ და „არაეფექტური მუშაობა“ დაასახელა.

თაზო ფაცაცია საკრებულოს წევრად გასული წლის ოქტომბერში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში აირჩიეს. მან ე.წ პრესოვკა-მახარაძის ოლქში ამომრჩეველთა 1854 ხმა (43,84%) მიიღო.

2014 წლიდან თაზო ფაცაცია ქალაქ ზუგდიდის მერიაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსად მუშაობდა.

წინა სტატიაროგორ და რატომ ებრძვიან საქართველოში ველოსიპედებს?
შემდეგი სტატიასაფეხბურთო კლუბის „ზუგდიდის“ მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ თანამდებობა დატოვა, იგი მამუკა ჭაჭუამ ჩაანაცვლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური