მთავარისიახლეებიმსოფლიოსტამბოლში ირანელი მედია მაგნატი და მისი ქუვეითელი ბიზნესპარტნიორი მოკლეს

სტამბოლში ირანელი მედია მაგნატი და მისი ქუვეითელი ბიზნესპარტნიორი მოკლეს

Published on

თურქეთში ირანელი მედია მაგნატი მოკლეს. საიდ ქარიმიანი და მისი ქუვეითელი ბიზნეს პარტნიორი სტამბულის ერთ-ერთ უბანში ,,ლუქსის'' კლასის მანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც უცნობმა ნიღბიანმა პირებმაგზა დაგაუღობეს და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. ქარიმიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მის თანმხლები ქუვეითელი პარტნიორი უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანესს კლინიკაში, თუმცა მისი გადარჩენა ვრერ მოხერხდა.
 
თურქეთის პოლიციამ ცხელ კვალზე იპოვა ჯიპი, რომლითაც თავდამსხმელები დანაშაულის ადგილს გაეცალნენ. მანქანა დამწვარია, ოფიციალური ინფორმაცია მკვლელობის გარემოებათა და სამძებრო სამუშაოების შესახებ  ჯერჯერობით არ ვრცელდება
 
45 წლის მედიამაგნატი საიდ ქარიმიანი ირანის თანამგზავრული ქსელის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, 17 ტელეარხის მფლობელი.  ტელეკომპანია ჯემ-ტვ  ირანის ტერიტორიაზე მაუწყებლობს და სპარსულ ენაზე თარგმნილ დასავლურ გადაცემებს ამზადებს.
 
თავად ქარიმიანი ირანში არ ცხოვრობდა. მას თეირანის  რევოლუციურმა სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა ექვსწლიანი პატიმრობა ,,სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისა და ქვეყნის უსაფრთხოების დამაზიანებელი საქმიანობის''  ბრალდებით  .

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...